სკოლის შესახებ
       
     ქალაქ ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლა მდებარეობს მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე ნიკოპოლის ქ №14. მე -20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ატარებდა მეცხრე საშუალო სკოლის სახელს. 2007 წლიდან კი, მეცხრე საშუალო სკოლის, გიმნაზიის, ლიცეუმის, რუსულისა და საღამოს სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა მეოთხე საჯარო სკოლა. აღნიშნულმა სკოლებმა თავის დროზე მრავალი ღირსეული მოქალაქეები და სპეციალისტები აღზარდა, რომლებიც ქმნიან არა მარტო ჭიათურის, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. დღეს უკვე მეოთხე საჯარო სკოლად წოდებულ სასწავლებელში ასწავლის გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილი ორმოცამდე პედაგოგი, მათ შორის 24 სერტიფიცირებულია. სკოლას ხელმძღვანელობს გამოცდილი დირექტორი ბატონი გურამ ლომიძე.
    სკოლის პრიორიტეტებია:
  • სწავლასა და ცოდნაზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემო.
  • მოსწავლეებში ნიჭისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა.
  • მოსწავლეების პატრიოტულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე აღზრდილ მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
  • გლობალიზაციის პროცესში სრულყოფილი ინტეგრირებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.
     
  სკოლის გარემო      
 
  • შენობის მთავარი კორპუსი ოთხ სართულზეა განლაგებული. საკლასო ოთახების რაოდენობა ოცდათორმეტია.
  • სოლაში ფუნქციონირებს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ინგლისურის რესურს კაბინეტი და გეოგრაფიის კაბინეტი.
  • სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები.
  • სკოლას ემსახურება დაცვისა და მანდატურის სამსახური.
     
  სკოლა აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონკურსებსა და სპორტულ ღონისძიებებში და აქვს გარკვეული წარმატებები.   
     სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მრავალი კარგი პროექტი აქვთ განხორციელებული, აგრეთვე მაღალ დონეზე მოწყობილი შემოქმედებითი და ლიტერატურული საღამოები, შემეცნებითი კონფეერეციები და ექსკურსიები.
     სკოლას ემსახურება სასკოლო ავტობუსი.
   სკოლაში დღეს 15 ფინანსური კლასია, სწავლება ერთ ცვლიანია. სკოლაში დამონტაჟებულია გათბობის ცენტრალიზებული სისტემა. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი „საქართველოს მომავალი“.
სკოლის დევიზია  - „ ქართული სული ევროპული განათლება“
     
          საქართველოს მომავალი
ჰიმნი
     
          შეუცნობელ სამყაროში ფარფატით,
ფეხს შემოვდგამთ სიყვარულით, სათუთად,
ცოდნის წყარო, ანთებული ლამპარი,
დედა ენა არის ჩვენი სარანგი
     
          თავისუფალ საქართველოს ვუმღერით,
შრომით, სწავლით ვასახელოთ მთა-ბარი,
ერთა შორის სიყვარული სუფევდეს,
ჩვენი გული ეს სიკეთის ზღვა არის
     
          სკოლა, სკოლა,
ვარდისფერი ოცნებების ზღვა ხარო,
სკოლა, სკოლა,
შენ კედლებში ვფრთიანდებით, ვმაღლდებით,
მზის სხივებით გაგვინათე სავალი,
საქართველოს მომავალი აქ არის.
     
                         
                         
   
სიახლეები 
ჩანაწერი არ მოიძებნა...
     
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                  .      
                  .